თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა

© Courtesy of Tbilisi City Hall „თბილსერვისჯგუფმა" დეზერტირების მაზრის ტერიტორია დაასუფთავა
„თბილსერვისჯგუფმა დეზერტირების მაზრის ტერიტორია დაასუფთავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა, აღნიშნავენ მერიაში
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად,მეტროს სადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სივრცე უკანონო გარევაჭრობისგან, უსახური კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ტერიტორია სრულად გასუფთავდა თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, სადაც უკანონო გარევაჭრობას მასობრივი ხასიათი ჰქონდა მიღებული.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან" ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ტროტუარებზე თვითნებურად განთავსებული დახლები აფერხებდა ქვეითთა თავისუფალ გადაადგილებას, რის გამოც მოქალაქეებს ხშირად უწევდათ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასვლა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც.
„უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
დედაქალაქის იერსახის დაცვა, ურბანული წესრიგი, ანტისანიტარიის აღკვეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ ქვეითების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
მუნიციპალური ინსპექცია მსგავსი ტიპის მონიტორინგს დედაქალაქის სხვა საზოგადოებრივ სივრცეებსა და მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიურად ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0