საქართველო ივლისში ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerფოთი
ფოთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
აღნიშნული ტურნირების მასპინძლობისთვის ფოთმა ისეთი ძლიერი კონკურენტი დაამარცხა, როგორიც მონაკოა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება, იუწყება „პირველი არხი“.
კერძოდ, მალთაყვა 20-21 ივლისს Poti Pro-Am International Water Ski Tournament-ს უმასპინძლებს, 24-26 ივლისს კი ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
საქართველო წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის თებერვალში ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფედერციის კონგრესზე მიიღეს.
ორივე ღონისძიება International Waterski&Wakeboard Federation-ის (IWWF) ეგიდით გაიმართება. ტურნირების ორგანიზატორები არიან საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
ჩემპიონატის მასპინძლობაში ჩართული იქნება 25-დან 35-მდე სპეციალისტი, უსაფრთხოების ჯგუფები, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ მალთაყვაში ორდღიანი სპეციალური მედიატურიც მოაწყო.
შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად სახეობაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა.
Poti Pro-Am International Water Ski Tournament ოფიციალურად 20 ივლისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას ხუთივე კონტინენტის სპორტსმენები მიიღებენ, მათ შორის ამ სპორტის ცნობილი ქართველი წარმომადგენელი გენადი გურალია.
ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატში კი 20-ზე მეტი ქვეყნიდან 120 სპორტსმენამდე იასპარეზებს.
ყველა ახალი ამბავი
0