https://sputnik-georgia.com/20260713/tbilisshi-registrirebuli-avtomobilebis-raodenobam-912000-gadaacharba-299604498.html
თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 912 ათასს გადააჭარბა
თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 912 ათასს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ავტომობილი რეგისტრირებულია იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-13T14:55+0400
2026-07-13T14:55+0400
2026-07-13T14:55+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 912,6 ათასი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ყოველ 1,5 მოსახლეზე ერთი მსუბუქი ავტომობილი მოდის, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებში.ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1,9 მილიონი შეადგინა.უწყების ცნობით, რეგიონების მიხედვით კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ყოველ მეორე მცხოვრებზე ერთი ავტომობილი მოდის, ხოლო აჭარაში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია — ერთი ავტომობილი მოდის ყოველ მესამე მოსახლეზე.თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ავტომობილი რეგისტრირებულია იმერეთის (212,7 ათასი), ქვემო ქართლის (164,6 ათასი) და კახეთის (152,3 ათასი) რეგიონებში. ყველაზე ნაკლები ავტომობილი კი რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში — 11,4 ათასი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 912 ათასს გადააჭარბა
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ავტომობილი რეგისტრირებულია იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 912,6 ათასი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ყოველ 1,5 მოსახლეზე ერთი მსუბუქი ავტომობილი მოდის, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1,9 მილიონი შეადგინა.
უწყების ცნობით, რეგიონების მიხედვით კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ყოველ მეორე მცხოვრებზე ერთი ავტომობილი მოდის, ხოლო აჭარაში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია — ერთი ავტომობილი მოდის ყოველ მესამე მოსახლეზე.
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ავტომობილი რეგისტრირებულია იმერეთის (212,7 ათასი), ქვემო ქართლის (164,6 ათასი) და კახეთის (152,3 ათასი) რეგიონებში. ყველაზე ნაკლები ავტომობილი კი რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში — 11,4 ათასი.