მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2026
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე ხორციელდება.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 19 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge
მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ბავშვები.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 6 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისის 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
ყველა ახალი ამბავი
0