https://sputnik-georgia.com/20260713/saqartvelosa-da-argentinas-shoris-aviaciis-speroshi-memorandumi-gapormda-299617353.html
საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა
Sputnik საქართველო
დოკუმენტი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-13T18:13+0400
2026-07-13T18:13+0400
2026-07-13T18:13+0400
საქართველო
არგენტინა
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და არგენტინის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს ხელი.მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი ორივე მხარის ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. „მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური, თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამჟამად საქართველოსა (თბილისი/ქუთაისი/ბათუმი) და არგენტინას (ბუენოს-აირესი) შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. მგზავრობა ხორციელდება ერთი ან ორი გადაჯდომით (ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის გავლით), ისეთი ავიაკომპანიების გამოყენებით, როგორიცაა Turkish Airlines, Air France, KLM ან ITA Airways.
საქართველო
არგენტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არგენტინა , ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, არგენტინა , ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად,
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და არგენტინის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ, დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან.
გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი ორივე მხარის ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს.
„მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური, თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად საქართველოსა (თბილისი/ქუთაისი/ბათუმი) და არგენტინას (ბუენოს-აირესი) შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. მგზავრობა ხორციელდება ერთი ან ორი გადაჯდომით (ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის გავლით), ისეთი ავიაკომპანიების გამოყენებით, როგორიცაა Turkish Airlines, Air France, KLM ან ITA Airways.