სახელმწიფო დუმის არჩევნები: ცესკომ დოკუმენტების მიღება დაასრულა

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცესკოს შენობა
რუსეთის ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2026
გამოწერა
რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები წარადგინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მსურველმა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 80-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისგან სახელმწიფო სათათბირო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატების სიების დასადასტურებლად დოკუმენტების მიღება დაასრულა.
მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები რუსეთში მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმი9რ პუტინმა მას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური მოვლენა უწოდა.
როგორც ადრე ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა 12 ივლისის 18:00 საათამდე (მოსკოვის დროით) შეეძლოთ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მსურველმა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მათ შორისაა ყველა საპარლამენტო („ედინაია როსია“, რუსეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „ნოვიე ლუდი“, „სპრავედლივაია როსია“) და ექვსი არასაპარლამენტო პარტია — პენსიონერთა პარტია, პირდაპირი დემოკრატიის პარტია ასევე „იაბლოკო“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“ და „მწვანეები“.
ცესკოში უკვე დამოწმებულია ექვსი პარტიის მიერ წარდგენილი სიები — ესენია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რუსეთის კომუნისტური პარტია, „ედინაია როსია“, „ნოვიე ლუდი“, „იაბლოკო“ და პენსიონერთა პარტია.
ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა დოკუმენტების მიღება დამოუკიდებელი კანდიდატებისგან - ამ წესით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის 80 კანდიდატი წარდგა.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გარდა, სექტემბერში დაგეგმილია ხმის მიცემის ერთიანი დღე (ЕДГ). მოსალოდნელია, რომ ძირითადი თარიღის, 20 სექტემბრის გარდა, იქნება დამატებითი დღეებიც — 18 და 19 სექტემბერი. რუსეთის მოქალაქეები აირჩევენ არა მხოლოდ ფედერალური დონის დეპუტატებს. თითქმის ოთხ ათეულ რეგიონში ადგილობრივი დეპუტატების არჩევა იგეგმება. პარალელურად ჩატარდება რუსეთის ფედერაციის 10 სუბიექტის ხელმძღვანელის არჩევნებიც. ზოგ შემთხვევაში მათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები აირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0