https://sputnik-georgia.com/20260713/ruset-ukrainis-konfliqti-299705941.html
მიმოხილვა: რუსეთის ჯარები აქტიურად მიიწევენ სლავიანსკისკენ
მიმოხილვა: რუსეთის ჯარები აქტიურად მიიწევენ სლავიანსკისკენ
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალები მთელი ფრონტის ხაზზე მტკიცედ ფლობენ ინიციატივას. კონსტანტინოვკის გათავისუფლებამ ჯარებს საშუალება მისცა, სხვადასხვა მიმართულებიდან... 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-13T11:48+0400
2026-07-13T11:48+0400
2026-07-19T11:49+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0d/299623214_0:0:3274:1842_1920x0_80_0_0_7ec6facb6f8481174e39cb0635b89322.jpg
რუსეთის შეიარაღებული ძალები მთელი ფრონტის ხაზზე მტკიცედ ფლობენ ინიციატივას. კონსტანტინოვკის გათავისუფლებამ ჯარებს საშუალება მისცა, სხვადასხვა მიმართულებიდან უფრო აქტიურად წაიწიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების სლავიანსკ-კრამატორსკის გამაგრებული რაიონისკენ. კიევში მდებარე ობიექტებსა და შავი ზღვის პორტების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული, ჯგუფური და საავიაციო დარტყმები რუსეთს დონბასის სრულ გათავისუფლებას აახლოებს.1300-კილომეტრიან ფრონტზე დრუჟკოვკა-კრამატორსკი-სლავიანსკის მონაკვეთი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. სლავიანსკის ჩრდილოეთით, კრასნი ლიმანში, მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ცალკეული კერების გაწმენდა დასასრულს უახლოვდება. რუსეთის ჯარებმა გააუმჯობესეს პოზიციები სვიატოგორსკის რაიონში, სოფელ პრიშიბთან მდინარე სევერსკი დონეცი გადალახეს და ამ დასახლებულ პუნქტში (სლავიანსკიდან 14 კილომეტრში) გამაგრდნენ.დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების „ბოლო ციხესიმაგრის“ სამხრეთით, ფრონტის ხაზი ქალაქ დრუჟკოვკიდან ექვს კილომეტრში გადის (კრამატორსკიდან 11 კილომეტრში). რუსეთის უპილოტო სისტემების „სიკვდილის ზონამ“ საიმედოდ მოიცვა დრუჟკოვკაში მდებარე მოწინააღმდეგის გარნიზონი, ასევე ძირითადი ლოგისტიკური ხაზები. რუსეთის მოიერიშე ჯგუფები აქტიურად მოქმედებენ ქალაქ დობროპოლიეში, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან 12 კილომეტრში.უფრო აღმოსავლეთით მალინოვკის გათავისუფლებამ ფრონტის ხაზი სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას რვა კილომეტრით მიუახლოვა. მოწინააღმდეგე სასოწარკვეთილად და უშედეგოდ ცდილობს, თავდაცვის თითოეული ხაზი შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ათასამდე სამხედროა თავმოყრილი, დონბასის სრული გათავისუფლება საკმაოდ ახლოსაა და უკვე შეუქცევადია.ნატოს ანალიტიკოსებიც კი ხედავენ, რომ კიევისთვის „ყველაზე უარესი სცენარი“ ვითარდება: „რუსეთის ჯარები... შეუჩერებლად ავიწროებენ უკრაინის არმიას“. დასავლეთის საჰაერო თავდაცვის არსენალების ამოწურვა კატასტროფას აახლოებს. ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა ადრე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების „საყრდენი საკვანძო პუნქტი“ იყო: რუსეთის შეიარაღებული ძალების კომპლექსური და ჯგუფური დარტყმები მეთოდურად (ყოველდღიურად) ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, წვავს დასავლური შეიარაღების საწყობებს კიევში, ოდესაში, ხარკოვში, სუმისა და ბანდერეველების კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა რეგიონებში. ამასთან, დასავლეთში კიევის რეჟიმის დახმარების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.13 ივლისს რუსეთის მაღალი სიზუსტის რაკეტებმა და შორი მოქმედების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პორტ „ჩერნომორსკში“ დააზიანეს საკონტეინერო გადაზიდვების მართვის პუნქტი, სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადმოტვირთვისა და შენახვის ინფრასტრუქტურის ობიექტები, საწვავი მასალების რეზერვუარები და სარაკეტო შეიარაღების საწყობი. გარდა ამისა, პორტ „ჩერნომორსკში“ მწყობრიდან გამოვიდა ავტონომიური დაუსახლებელი წყალქვეშა აპარატების შესანახი და წყალში ჩასაშვები მცურავი დოკი, ორი საზღვაო ბორანი და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთიანი კონტეინერმზიდი.მსგავსი დარტყმით 12 ივლისის ღამეს რუსეთის ჯარებმა ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში გაანადგურეს ნატოს შეიარაღების საწყობები, დრონების ასაწყობი საწარმო, სამრეწველო და საპორტო აღჭურვილობა, „რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება“. ოდესასა და ოლქში მდებარე სამიზნეებს მეხუთე თაობის Су-57 ტიპის გამანადგურებლებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. ნატოს ლოგისტიკა, პრაქტიკულად, სრულად უზრუნველყოფს უკრაინის პროქსი-ომის საჭიროებებს, ამიტომ ოდესის პორტების განადგურება ნომერ პირველი პრიორიტეტია. დარტყმების, ერთი მეორეზე მიყოლებით, უკვე მესამე დღეა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, პრაქტიკულად, მთლიანად დაბლოკეს გემების მოძრაობა და პორტების მუშაობა ოდესის რეგიონსა და დუნაის შესართავში. რუსეთი სწრაფად აუქმებს ნატოს მრავალთვიანი „შრომის“ შედეგებს.რაც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომზე, მით ნაკლებ შედეგს იძლევა უკრაინის პროქსი-არმია. აღსანიშნავია, რომ კიევი ჩერნიგოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ კორპუსს აყალიბებს თავდაცვისთვის. კიევზე დარტყმები ყოველდღიურად ხორციელდება, სადაც უკვე აღიარეს, რომ რუსეთის არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი ზურგის ინფრასტრუქტურის განადგურება შეუძლია, თუმცა, ამას თითქოს მხოლოდ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტით ხსნიან. გამართლების უსუსური მცდელობა.ადრე კიევში თავიანთ 40-დღიან უპილოტო ოპერაციაზე — „მშვიდობის იძულებაზე“ — საუბრობდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება და მასშტაბების ზრდა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ ახდენს. ამგვარად, ზელენსკის „მოსკოვის მშვიდობისკენ იძულება“ არ გამოსდის, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება. Reuters-ის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მხოლოდ გააძლიერა მოსკოვის გადაწყვეტილება, სამხედრო გზით მტკიცედ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ფრონტზე შეტევითი მოქმედებების გაძლიერებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ზურგზე კიდევ უფრო მასირებული დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ხოლო მოსკოვში უახლოეს თვეებში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციაც მზადდება.აქ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და სწორედ ის იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ამასთან, რუსეთის შეტევითი ოპერაცია უკვე მიმდინარეობს — დაახლოებით 1300-კილომეტრიან ფრონტზე, საკმაოდ ფართო მასშტაბით, „წონიანად, უხეშად, თვალსაჩინოდ“ და დამაჯერებლად. რუსეთს ჯერ ყველა შესაძლო და არსებული საშუალება არ გამოუყენებია.სამხედრო ანალიტიკოსი, ისრაელის სპეციალური სამსახურის „ნატივის“ ყოფილი ხელმძღვანელი იაკობ კედმი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აშშ-სა და ევროპის მოქმედებებს პასუხი უნდა გასცეს ფრონტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ზურგში აქტიურობის გაძლიერებით. მოსკოვს კონფლიქტის ესკალაციისთვის ძალებიც აქვს და საშუალებებიც. მეორე მხრივ (გეოგრაფიული თვალსაზრისით), ირანი რუსეთს ურჩევს, ახლო აღმოსავლეთის გამოცდილება გამოიყენოს და დარტყმების გეოგრაფია უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის ფარგლებს გარეთ გააფართოოს. ირანელების აზრით, აუცილებელია, დარტყმები ევროპის ქვეყნებში მდებარე ნატოს ობიექტებზე მიიტანონ, რომლებიც ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ: „ყველა წითელმა ხაზმა დიდი ხანია შეწყვიტა მოქმედება... ვიდრე რუსეთი აშშ-სა და ნატოს მიმართ თავის მიდგომას არ შეცვლის და მათ პირდაპირ პასუხს არ გასცემს, მის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობა კვლავ გაიზრდება“. პრაქტიკულ რჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0d/299623214_234:0:2965:2048_1920x0_80_0_0_283c0bf4e3a5614a176036f73f329ed5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთის შეიარაღებული ძალები მთელი ფრონტის ხაზზე მტკიცედ ფლობენ ინიციატივას. კონსტანტინოვკის გათავისუფლებამ ჯარებს საშუალება მისცა, სხვადასხვა მიმართულებიდან უფრო აქტიურად წაიწიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების სლავიანსკ-კრამატორსკის გამაგრებული რაიონისკენ. კიევში მდებარე ობიექტებსა და შავი ზღვის პორტების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული, ჯგუფური და საავიაციო დარტყმები რუსეთს დონბასის სრულ გათავისუფლებას აახლოებს.
1300-კილომეტრიან ფრონტზე დრუჟკოვკა-კრამატორსკი-სლავიანსკის მონაკვეთი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. სლავიანსკის ჩრდილოეთით, კრასნი ლიმანში, მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ცალკეული კერების გაწმენდა დასასრულს უახლოვდება. რუსეთის ჯარებმა გააუმჯობესეს პოზიციები სვიატოგორსკის რაიონში, სოფელ პრიშიბთან მდინარე სევერსკი დონეცი გადალახეს და ამ დასახლებულ პუნქტში (სლავიანსკიდან 14 კილომეტრში) გამაგრდნენ.
დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების „ბოლო ციხესიმაგრის“ სამხრეთით, ფრონტის ხაზი ქალაქ დრუჟკოვკიდან ექვს კილომეტრში გადის (კრამატორსკიდან 11 კილომეტრში). რუსეთის უპილოტო სისტემების „სიკვდილის ზონამ“ საიმედოდ მოიცვა დრუჟკოვკაში მდებარე მოწინააღმდეგის გარნიზონი, ასევე ძირითადი ლოგისტიკური ხაზები. რუსეთის მოიერიშე ჯგუფები აქტიურად მოქმედებენ ქალაქ დობროპოლიეში, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან 12 კილომეტრში.
უფრო აღმოსავლეთით მალინოვკის გათავისუფლებამ ფრონტის ხაზი სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას რვა კილომეტრით მიუახლოვა. მოწინააღმდეგე სასოწარკვეთილად და უშედეგოდ ცდილობს, თავდაცვის თითოეული ხაზი შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ათასამდე სამხედროა თავმოყრილი, დონბასის სრული გათავისუფლება საკმაოდ ახლოსაა და უკვე შეუქცევადია.
ნატოს ანალიტიკოსებიც კი ხედავენ, რომ კიევისთვის „ყველაზე უარესი სცენარი“ ვითარდება: „რუსეთის ჯარები... შეუჩერებლად ავიწროებენ უკრაინის არმიას“. დასავლეთის საჰაერო თავდაცვის არსენალების ამოწურვა კატასტროფას აახლოებს. ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა ადრე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების „საყრდენი საკვანძო პუნქტი“ იყო:
„მოსკოვისთვის კონსტანტინოვკის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გზა სხვა ქალაქების – კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ მიდის, რომლებიც ასევე დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილ საყრდენ პუნქტებს წარმოადგენენ. ამ ქალაქების დაკარგვის შემდეგб, დონბასი უკრაინისთვის მთლიანად დაკარგული იქნება“.
რუსეთის შეიარაღებული ძალების კომპლექსური და ჯგუფური დარტყმები მეთოდურად (ყოველდღიურად) ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, წვავს დასავლური შეიარაღების საწყობებს კიევში, ოდესაში, ხარკოვში, სუმისა და ბანდერეველების კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა რეგიონებში. ამასთან, დასავლეთში კიევის რეჟიმის დახმარების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
13 ივლისს რუსეთის მაღალი სიზუსტის რაკეტებმა და შორი მოქმედების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პორტ „ჩერნომორსკში“ დააზიანეს საკონტეინერო გადაზიდვების მართვის პუნქტი, სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადმოტვირთვისა და შენახვის ინფრასტრუქტურის ობიექტები, საწვავი მასალების რეზერვუარები და სარაკეტო შეიარაღების საწყობი. გარდა ამისა, პორტ „ჩერნომორსკში“ მწყობრიდან გამოვიდა ავტონომიური დაუსახლებელი წყალქვეშა აპარატების შესანახი და წყალში ჩასაშვები მცურავი დოკი, ორი საზღვაო ბორანი და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთიანი კონტეინერმზიდი.
მსგავსი დარტყმით 12 ივლისის ღამეს რუსეთის ჯარებმა ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში გაანადგურეს ნატოს შეიარაღების საწყობები, დრონების ასაწყობი საწარმო, სამრეწველო და საპორტო აღჭურვილობა, „რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება“. ოდესასა და ოლქში მდებარე სამიზნეებს მეხუთე თაობის Су-57 ტიპის გამანადგურებლებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.
ნატოს ლოგისტიკა, პრაქტიკულად, სრულად უზრუნველყოფს უკრაინის პროქსი-ომის საჭიროებებს, ამიტომ ოდესის პორტების განადგურება ნომერ პირველი პრიორიტეტია. დარტყმების, ერთი მეორეზე მიყოლებით, უკვე მესამე დღეა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, პრაქტიკულად, მთლიანად დაბლოკეს გემების მოძრაობა და პორტების მუშაობა ოდესის რეგიონსა და დუნაის შესართავში. რუსეთი სწრაფად აუქმებს ნატოს მრავალთვიანი „შრომის“ შედეგებს.
რაც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომზე, მით ნაკლებ შედეგს იძლევა უკრაინის პროქსი-არმია. აღსანიშნავია, რომ კიევი ჩერნიგოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ კორპუსს აყალიბებს თავდაცვისთვის. კიევზე დარტყმები ყოველდღიურად ხორციელდება, სადაც უკვე აღიარეს, რომ რუსეთის არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი ზურგის ინფრასტრუქტურის განადგურება შეუძლია, თუმცა, ამას თითქოს მხოლოდ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტით ხსნიან. გამართლების უსუსური მცდელობა.
ადრე კიევში თავიანთ 40-დღიან უპილოტო ოპერაციაზე — „მშვიდობის იძულებაზე“ — საუბრობდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება და მასშტაბების ზრდა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ ახდენს. ამგვარად, ზელენსკის „მოსკოვის მშვიდობისკენ იძულება“ არ გამოსდის, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება.
Reuters-ის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მხოლოდ გააძლიერა მოსკოვის გადაწყვეტილება, სამხედრო გზით მტკიცედ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ფრონტზე შეტევითი მოქმედებების გაძლიერებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ზურგზე კიდევ უფრო მასირებული დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ხოლო მოსკოვში უახლოეს თვეებში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციაც მზადდება.
აქ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და სწორედ ის იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ამასთან, რუსეთის შეტევითი ოპერაცია უკვე მიმდინარეობს — დაახლოებით 1300-კილომეტრიან ფრონტზე, საკმაოდ ფართო მასშტაბით, „წონიანად, უხეშად, თვალსაჩინოდ“ და დამაჯერებლად. რუსეთს ჯერ ყველა შესაძლო და არსებული საშუალება არ გამოუყენებია.
სამხედრო ანალიტიკოსი, ისრაელის სპეციალური სამსახურის „ნატივის“ ყოფილი ხელმძღვანელი იაკობ კედმი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აშშ-სა და ევროპის მოქმედებებს პასუხი უნდა გასცეს ფრონტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ზურგში აქტიურობის გაძლიერებით. მოსკოვს კონფლიქტის ესკალაციისთვის ძალებიც აქვს და საშუალებებიც. მეორე მხრივ (გეოგრაფიული თვალსაზრისით), ირანი რუსეთს ურჩევს, ახლო აღმოსავლეთის გამოცდილება გამოიყენოს და დარტყმების გეოგრაფია უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის ფარგლებს გარეთ გააფართოოს.
ირანელების აზრით, აუცილებელია, დარტყმები ევროპის ქვეყნებში მდებარე ნატოს ობიექტებზე მიიტანონ, რომლებიც ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ: „ყველა წითელმა ხაზმა დიდი ხანია შეწყვიტა მოქმედება... ვიდრე რუსეთი აშშ-სა და ნატოს მიმართ თავის მიდგომას არ შეცვლის და მათ პირდაპირ პასუხს არ გასცემს, მის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობა კვლავ გაიზრდება“. პრაქტიკულ რჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე