https://sputnik-georgia.com/20260713/kobaxidzem-kaia-kalass-upasuxa-299617127.html
„სამარცხვინო დამოკიდებულება“: ირაკლი კობახიძემ კაია კალასის განცხადებას უპასუხა
„სამარცხვინო დამოკიდებულება“: ირაკლი კობახიძემ კაია კალასის განცხადებას უპასუხა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის მკვეთრი რეაქციის მიზეზი გახდა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის სიტყვები იმის შესახებ, რომ მხარს უჭერენ არა მთავრობას, არამედ ქართულ... 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-13T17:37+0400
2026-07-13T17:37+0400
2026-07-13T17:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ევროკომისია
ბრიუსელი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:197:2048:1349_1920x0_80_0_0_75fba9543355bdcd7539f04a1ae2b5af.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის პოზიცია არის „ მძიმე მოვლენა“ და საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაზე მეტყველებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ კალასმა განაცხადა, რომ გასულ წელს შემუშავებული ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია უკვე იმყოფება რეალიზაციის ეტაპზე. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ მიმართულებით, თუმცა ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობები გართულებულია კონტაქტების არარსებობის გამო. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, არამედ სურს მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქართველ ხალხს, რათა მან „არ დაკარგოს ევროპისკენ სვლის იმედი“. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გამოდის. „ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა“, – აგანაცხადა კობახიძემ.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.საქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_e57f53d650002c5b5a15236e35c0fae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროკომისია, ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროკომისია, ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
„სამარცხვინო დამოკიდებულება“: ირაკლი კობახიძემ კაია კალასის განცხადებას უპასუხა
მთავრობის მეთაურის მკვეთრი რეაქციის მიზეზი გახდა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის სიტყვები იმის შესახებ, რომ მხარს უჭერენ არა მთავრობას, არამედ ქართულ ხალხს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის პოზიცია არის „ მძიმე მოვლენა“ და საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაზე მეტყველებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ კალასმა განაცხადა, რომ გასულ წელს შემუშავებული ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია უკვე იმყოფება რეალიზაციის ეტაპზე. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ მიმართულებით, თუმცა ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობები გართულებულია კონტაქტების არარსებობის გამო.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, არამედ სურს მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქართველ ხალხს, რათა მან „არ დაკარგოს ევროპისკენ სვლის იმედი“.
„კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც, შესაბამისად, მძიმე შეფასებას იმსახურებს.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გამოდის.
„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა“, – აგანაცხადა კობახიძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.