სტიქია კახეთში: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა

© MESწყალდიდობა თელავში
წყალდიდობა თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, იუწყება ქართული მედია,
გუშინ, საღამოს თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.
შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, რომელმაც ძირითადად ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასევე შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა აკრძალულია.
„შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო. ყველა სამინისტრო, ყველა უწყება მობილიზებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, შეფასდება სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
ბოლო მონაცემებით, თელავში ამ ეტაპზე აღარ წვიმს და წყლის დონემ იკლო. ამ დრომდე მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
ყველა ახალი ამბავი
0