https://sputnik-georgia.com/20260712/soxadze-telavshi-sheqmnil-vitarebaze-299608679.html
სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს
სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს
Sputnik საქართველო
ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან 12.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-12T21:00+0400
2026-07-12T21:00+0400
2026-07-12T21:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
კახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117273_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_18b848eadf164267dc955ce4a0ede8c7.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თელავის ცენტრალური ქუჩა სერიოზულად არის დაზიანებული, ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ. გუშინ, საღამოს თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. სოხაძესთან ერთად კახეთში, სტიქიის ზონაში, ასევე იმყოფებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი. მინისტრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორიები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს. ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო. „შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას“, აღნიშნავენ უწყებაში. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, რომელმაც ძირითადად ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასევე შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა აკრძალულია. ამასთან, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117273_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_54106f3ff876d8ec21d8c08fbdf4c47f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, კახეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, კახეთი , ახალი ამბები
სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს
ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თელავის ცენტრალური ქუჩა სერიოზულად არის დაზიანებული, ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
გუშინ, საღამოს თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.
„პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული“, – განაცხადა სოხაძემ.
სოხაძესთან ერთად კახეთში, სტიქიის ზონაში, ასევე იმყოფებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორიები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს. ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო.
„შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას“, აღნიშნავენ უწყებაში.
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, რომელმაც ძირითადად ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასევე შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა აკრძალულია. ამასთან, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.