https://sputnik-georgia.com/20260712/ragbi-saqartvelom-samoa-daamarcxa-299602468.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მეორე მატჩში სამოა დაამარცხა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მეორე მატჩში სამოა დაამარცხა
Sputnik საქართველო
მესამე თამაშს „ბორჯღალოსნები“ 18 ივლისს სანტიაგოში, „ესტადიო ლა პორტადაზე“ ჩილეს ნაკრებთან გამართავენ 12.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-12T10:23+0400
2026-07-12T10:23+0400
2026-07-12T10:23+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_4cb9b88dcb8c3343ba229a9dfa52bedb.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 33:12 დაამარცხა.„ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში ქულების მოპოვებაზე გააკეთეს აქცენტი და როდესაც შესაძლებლობა მიეცათ, კიდეზე ბურთის გადატანას ჯარიმის შესრულება ამჯობინეს – ლუკა მატკავამ სამჯერ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 9:0 დაწინაურდა.სამოელებმა ტაიმის შუაში ერთი გარდასახული ლელოთი სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 38-ე წუთზე ქართველი მორაგბეების შეტევა ლუკა ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დასრულდა – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 16:7 მოიგო.მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ ლელოთი დაიწყო – სწრაფი შეტევისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა (რომელმაც ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა) ცრუმოძრაობით მეტოქე კარგად ჩამოიშორა, ბურთი გიორგი კვესელაძეს გადააწოდა, რომელმაც ამ მატში ქართველების მეორე ლელო დადო, მატკავამ კვლავ ზუსტად გარდასახა – 23:7. სამ წუთში სამოელებმა სხვაობა კვლავ შეამცირეს – 23:12.დარჩენილ დროში მატკავამ კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად, სპანდერაშვილმა კი ე.წ. „გაწითლებულ დროში“ მესამე ლელო დადო და საქართველომ მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – 33:12.მესამე თამაშს „ბორჯღალოსნები“ 18 ივლისს სანტიაგოში, „ესტადიო ლა პორტადაზე“ ჩილეს ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი თამაშობს, რომლებიც რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ.B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_db87c82fda02a7e37e0171a5c9cc3620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მეორე მატჩში სამოა დაამარცხა
მესამე თამაშს „ბორჯღალოსნები“ 18 ივლისს სანტიაგოში, „ესტადიო ლა პორტადაზე“ ჩილეს ნაკრებთან გამართავენ
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 33:12 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში ქულების მოპოვებაზე გააკეთეს აქცენტი და როდესაც შესაძლებლობა მიეცათ, კიდეზე ბურთის გადატანას ჯარიმის შესრულება ამჯობინეს – ლუკა მატკავამ სამჯერ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 9:0 დაწინაურდა.
სამოელებმა ტაიმის შუაში ერთი გარდასახული ლელოთი სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 38-ე წუთზე ქართველი მორაგბეების შეტევა ლუკა ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დასრულდა – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 16:7 მოიგო.
მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ ლელოთი დაიწყო – სწრაფი შეტევისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა (რომელმაც ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა) ცრუმოძრაობით მეტოქე კარგად ჩამოიშორა, ბურთი გიორგი კვესელაძეს გადააწოდა, რომელმაც ამ მატში ქართველების მეორე ლელო დადო, მატკავამ კვლავ ზუსტად გარდასახა – 23:7. სამ წუთში სამოელებმა სხვაობა კვლავ შეამცირეს – 23:12.
დარჩენილ დროში მატკავამ კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად, სპანდერაშვილმა კი ე.წ. „გაწითლებულ დროში“ მესამე ლელო დადო და საქართველომ მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – 33:12.
მესამე თამაშს „ბორჯღალოსნები“ 18 ივლისს სანტიაგოში, „ესტადიო ლა პორტადაზე“ ჩილეს ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი თამაშობს, რომლებიც რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ.
B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში იმართება.