პატრიარქი: წმინდა მოციქულმა პეტრემ რწმენის დიდი მაგალითი მოგვცა

შიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიაზე.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის ორ მათგანს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, ერთად მოიხსენიებს და თავ მოციქულებს უწოდებს.
„წმინდა მოციქულმა პეტრემ რწმენის დიდი მაგალითი მოგვცა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იოსო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ჩვენც ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში. როდესაც ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედა ღვთისმშობელს, ჩვენ გაბედული სიტყვით, როგორც პეტრემ, უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები“, - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა დღევანდელი დღესასწაული ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ პეტრე და პავლე მოციქულები მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველები არიან.
პეტრე და პავლე მოციქულებს დიდი წვლილი მიუძღვით ქრისტიანული რელიგიის გავრცელებაში.
დღეს პეტრე–პავლობასთან დაკავშირებით სადღსასწაულო წირვა–ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართა.
სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0