https://sputnik-georgia.com/20260712/papuashvilma-petre-pavlobis-dgesaswauli-mosaxleobas-miuloca-299607448.html
პაპუაშვილი: მოციქულთა ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიულია
პაპუაშვილი: მოციქულთა ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიულია
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს. 12.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-12T20:39+0400
2026-07-12T20:39+0400
2026-07-12T20:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0b/299097945_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e6cddb22310c3d2ad7cb369a4294ac67.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილაб ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. პაპუაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრებთან ერთად პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში დაესწრო, მოსახლეობას პეტრე-პავლობის დღესასწაული მოულოცა.ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის ორ მათგანს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, ერთად მოიხსენიებს და თავ მოციქულებს უწოდებს.სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0b/299097945_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_1d6a7cd9fe8eb76dfce9a7d6f052ecf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: მოციქულთა ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიულია
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილაб ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრებთან ერთად პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში დაესწრო, მოსახლეობას პეტრე-პავლობის დღესასწაული მოულოცა.
„საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ორ უდიდეს სვეტს. მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. სწორედ ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას“, - დაწერა პაპიაშვილმა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის ორ მათგანს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, ერთად მოიხსენიებს და თავ მოციქულებს უწოდებს.
სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.