„ტკბილი და ცივი": მთაწმინდაზე ნაყინის ფესტივალი ტარდება

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშინაყინის ფესტივალი
ნაყინის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე „ტკბილი“ ფესტივალი სტუმრებს ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტს სთავაზობს
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ნაყინის ფესტივალი-დღესასწაული მთაწმინდის პარკში ამ ტკბილეულის მოყვარულებს 12 ივლისის 19:00 საათამდე უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე „ტკბილი“ ფესტივალი სტუმრებს ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტს სთავაზობს. ღონისძიებაში 17 კომპანია მონაწილეობს, რომელზეც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.
„სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ნაყინი და მონაწილეობა მიიღონ გასართობ აქტივობებსა და გათამაშებებში“, -აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
თბილისში ნაყინის ფესტივალი პირველად 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მასში ათი კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალის მასშტაბი და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0