თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

© photo: Sputnik / Vladimir Baranov / გადასვლა მედიაბანკშითავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალი ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
პეტრიაშვილმა ჩემპიონის ტიტული უდანაკარგოდ და დამაჯერებელი უპირატესობით დაიცვა
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა.
პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი ანგარიშით 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.
ტურნირის მსვლელობისას მან ოთხივე მეტოქე დაამარცხა, საერთო ჯამში 37 ქულა მოიპოვა და მხოლოდ 5 დაკარგა.
საკვალიფიკაციო ეტაპი: ბელარუსი ალიაკსეი ხადუნოვი — 10:0;
მეოთხედფინალი: უკრაინელი როსტისლავ კურილიაკი — 9:2;
ნახევარფინალი: რუსი შამილ ტამბიევი — 8:3;
ფინალი: ფრანგი აშაბ დადაევი — 10:0 (სუფთა გამარჯვება).
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმაა. ის უკვე ფლობს ტიტულებს როგორც 17-წლამდელთა (92 კგ), ისე ზედიზედ ორჯერ 20-წლამდელთა (97 კგ) ასაკობრივ კატეგორიებში.
ყველა ახალი ამბავი
0