https://sputnik-georgia.com/20260711/tbilisis-uzravi-qonebis-bazari-monacemebi-ganaxlda-299585556.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.412 დოლარს მიაღწია. 11.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-11T12:02+0400
2026-07-11T12:02+0400
2026-07-11T12:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23557/49/235574976_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_e69dd6412f385f6ffb3bb6257b3c4dff.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მაისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 11,1%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - სულ გაიყიდა 3,7 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 12,4%-ით (1924 ბინა), პირველად ბაზარზე კი 9,7%-ით გაიზარდა (1824 ბინა).2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.412 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა და 1,366 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5%-იანი ზრდის ნაწილობრივ დასტაბილურობას ნიშნავს.ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 18.296 შეადგინა, ხოლო გაყიდვების საერთო მოცულობამ შეადგინა 1,6 მლრდ დოლარი (+21,9% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 3.150 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.071 დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23557/49/235574976_128:0:1936:1356_1920x0_80_0_0_84f91293f9e715308d1acf201ab89586.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თბილისი დღეს
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.412 დოლარს მიაღწია.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მაისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 11,1%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - სულ გაიყიდა 3,7 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის
კვლევაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 12,4%-ით (1924 ბინა), პირველად ბაზარზე კი 9,7%-ით გაიზარდა (1824 ბინა).
„2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა მეტწილად უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.412 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა და 1,366 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5%-იანი ზრდის ნაწილობრივ დასტაბილურობას ნიშნავს.
ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 18.296 შეადგინა, ხოლო გაყიდვების საერთო მოცულობამ შეადგინა 1,6 მლრდ დოლარი (+21,9% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 3.150 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.071 დოლარი.