https://sputnik-georgia.com/20260711/rustavsi-oqsigen-festi-2026-iwyeba-299595019.html
რუსთავში „ოქსიგენ ფესტი - 2026" იწყება
რუსთავში „ოქსიგენ ფესტი - 2026" იწყება
Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენი" ყოველწლიურად ტარდება. 11.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-11T18:22+0400
2026-07-11T18:22+0400
2026-07-11T18:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278246997_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_b1816391ee988367066bff180af7eede.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში 11-12 ივლისს "ოქსიგენ-ფესტი- 2026" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. საფესტივალო კარი სტუმრებისთვის 11 ივლისს, 19:00 საათიდან გაიხსნება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. "ხმაური სიხარულისთვის" - ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. რუსთავის მერიის ცნობით, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებული ახალგაზრდა გაივლის, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. "ოქსიგენ-ფესტის" საფესტივალო სივრცე 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს უმასპინძლებს. 12 ივლისს კი "ოქსიგენის" სცენას ჯგუფი "რეგიონი", "შერეკილები", "ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები", "პაპანუსი" და "ალუზია" დაიკავებენ. "ოქსიგენ-ფესტი" რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები "ოქსიგენ-ფესტი" შემოქმედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალური ფესტივალის მთავარი სპონსორი - "აზოტი ინდორამა".
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278246997_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_4abf2c535e099064900b78aa22610cbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, კულტურა საქართველოში
რუსთავში „ოქსიგენ ფესტი - 2026" იწყება
მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენი" ყოველწლიურად ტარდება.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში 11-12 ივლისს "ოქსიგენ-ფესტი- 2026" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
საფესტივალო კარი სტუმრებისთვის 11 ივლისს, 19:00 საათიდან გაიხსნება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
"ხმაური სიხარულისთვის" - ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება.
რუსთავის მერიის ცნობით, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებული ახალგაზრდა გაივლის, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
"ოქსიგენ-ფესტის" საფესტივალო სივრცე 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს უმასპინძლებს.
12 ივლისს კი "ოქსიგენის" სცენას ჯგუფი "რეგიონი", "შერეკილები", "ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები", "პაპანუსი" და "ალუზია" დაიკავებენ.
"ოქსიგენ-ფესტი" რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები "ოქსიგენ-ფესტი" შემოქმედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალური ფესტივალის მთავარი სპონსორი - "აზოტი ინდორამა".