RAF Georgia: გენო პეტრიაშვილმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი დაამარცხა

© Georgian National Olympic Committeeგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
გარდა ამისა, ტურნირზე იასპარეზებენ მერაბ დვალიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებაზე - RAF Georgia გენო პეტრიაშვილმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი დაამარცხა.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.
თბილისი არენაზე ქართველებიდან პირველი გენო პეტრიაშვილი გამოვიდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად, 10:0 დაამარცხა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ამერიკელ მეტოქესთან შეხვედრა მეორე რაუნდში დაასრულა.
ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია. მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი.
RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ. სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0