ქართველების ტრიუმფი RAF Georgia-ზე: მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
The Machine ფორმაშია - ტურნირზე ქართველების ტრიუმფია!
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებაზე - RAF Georgia - ქართველმა მებრძოლმა, 35 წლის მერაბ დვალიშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება სახელოვანმა ქართველებმა - გენო პეტრიაშვილმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს. მათაც ამერიკელ სპორტსმენებს დამაჯერებელი ანგარიშით მოუგეს.
RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეეძლოთ. სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0