RAF Georgia: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამერიკელი მოჭიდავე დაამარცხა

© photo: courtesy of United World Wrestlingვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს. მათაც ამერიკელ სპორტსმენებს დამაჯერებელი ანგარიშით მოუგეს.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებაზე - RAF Georgia - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამკერიკელი ონორ ბიბი დაამარცხა.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.
ქართველმა ფალავანმა კონორ ბიბი სამ რაუნდში დამაჯერებლად, 11:0 დაამარცხა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის RAF-ში ეს მესამე შეხვედრა იყო – მან აქამდე ერთხელ მოიგო და ერთხელ დამარცხდა.
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს. მათაც ამერიკელ სპორტსმენებს დამაჯერებელი ანგარიშით მოუგეს.
ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია. მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი.
RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ. სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0