https://sputnik-georgia.com/20260711/raf-georgia-------299601387.html
RAF Georgia: გივი მაჭარაშვილმა ამერიკელი ზაკ ელამი დაამარცხა
RAF Georgia: გივი მაჭარაშვილმა ამერიკელი ზაკ ელამი დაამარცხა
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმაც მოიპოვა. ქართველმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი ანგარიშით 10:0 დაამარცხა. 11.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-11T22:22+0400
2026-07-11T22:22+0400
2026-07-11T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0a/289397689_0:0:1026:577_1920x0_80_0_0_a7f7e20924358eb01e768164af9176d0.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებაზე - RAF Georgia გივი მაჭარაშვილმა ამერიკელი ზაკ ელამი დაამარცხა.თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.გივი მაჭარაშვილმა Real American Freestyle-ში (RAF) მეორე შეხვედრა მოიგო – ქართველმა სპორტსმენმა ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა.დაძაბულ შეხვედრაში მაჭარაშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდის მიწურულს მოიპოვა, როცა ოთხქულიანი ილეთი შეასრულა.2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნმა RAF-ში პირველად მიმდინარე წლის მარტში მოიგო, მაშინ მან ამერიკელთა ვარსკვლავს, სტივენ ბიუქენენს სძლია.ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმაც მოიპოვა. ქართველმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი ანგარიშით 10:0 დაამარცხა.ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია. მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ. სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0a/289397689_0:0:1026:769_1920x0_80_0_0_8c764777f41d41fadb797031fc76c95c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
RAF Georgia: გივი მაჭარაშვილმა ამერიკელი ზაკ ელამი დაამარცხა
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმაც მოიპოვა. ქართველმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი ანგარიშით 10:0 დაამარცხა.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებაზე - RAF Georgia გივი მაჭარაშვილმა ამერიკელი ზაკ ელამი დაამარცხა.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.
გივი მაჭარაშვილმა Real American Freestyle-ში (RAF) მეორე შეხვედრა მოიგო – ქართველმა სპორტსმენმა ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა.
დაძაბულ შეხვედრაში მაჭარაშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდის მიწურულს მოიპოვა, როცა ოთხქულიანი ილეთი შეასრულა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნმა RAF-ში პირველად მიმდინარე წლის მარტში მოიგო, მაშინ მან ამერიკელთა ვარსკვლავს, სტივენ ბიუქენენს სძლია.
ცოტა ხნის წინ ტურნირზე გამარჯვება გენო პეტრიაშვილმაც მოიპოვა. ქართველმა ამერიკელი ჯეიკ ვარნერი ანგარიშით 10:0 დაამარცხა.
ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია. მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი.
RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ. სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.