https://sputnik-georgia.com/20260711/----raf-georgia--299597178.html
თბილისის სპორტის სასახლეში ტურნირი RAF Georgia დაიწყო
თბილისის სპორტის სასახლეში ტურნირი RAF Georgia დაიწყო
Sputnik საქართველო
მთავარი შეხვედრა დვალიშვილსა და UFC-ში მის ყოფილი მეტოქე, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის შედგება. 11.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-11T20:13+0400
2026-07-11T20:13+0400
2026-07-11T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/33/234293349_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_1da52fe04e467351f33838e5137999b5.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველი საერთაშორისო ღონისძიება - ტურნირი RAF Georgia (Real American Freestyle) დაიწყო.ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია.სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ.მერაბ დვალიშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/33/234293349_57:0:944:665_1920x0_80_0_0_7dc60500ff4809d133d22db55a9a179d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში ტურნირი RAF Georgia დაიწყო
20:13 11.07.2026 (განახლებულია: 22:00 11.07.2026) მთავარი შეხვედრა დვალიშვილსა და UFC-ში მის ყოფილი მეტოქე, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის პირველი საერთაშორისო ღონისძიება - ტურნირი RAF Georgia (Real American Freestyle) დაიწყო.
ტურნირის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია.
სპორტული ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყო.
RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ.
მერაბ დვალიშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.