საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაქორწინებულია

© Courtesy of Nitsa Tavadzeხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერა
ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
მოსახლეობის აღწერის შედეგებმა აჩვენა - რამდენი ადამიანი დაქორწინებული, რა ასაკში ქორწინდებიან უფრო ხშირად და რა დროში შეიძლება ქორწინების რეგისტრაციის გაფორმება
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაქორწინებულია, დანარჩენი კი განქორწინებულია ან არასდროს ყოფილა ქორწინებაში, ასეთია ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
ახალი სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის 3,2 მილიონი მცხოვრებიდან 15 წელზე უფროსი ასაკის 1,9 მილიონი მოქალაქე ოფიციალურად დაქორწინებულია. საქართველოში ოფიციალურად დაქორწინებულთა უმრავლესობა 25 წლის და უფროსი ასაკისაა.
დაქორწინებულთა 10%-ზე ნაკლებს შეადგენენ 19 წლამდე ასაკის პირები, ხოლო 20-დან 25 წლამდე ასაკის - 20%-ს. ამასობაში, ქვეყანაში 688.400 ადამიანი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, რომელთაგან 34,7% 30 წელზე მეტი ასაკისაა.
საქართველოში დაქორწინების საშუალო ასაკი 25-დან 30 წლამდეა.
საქართველოში ოფოციალური ქორწინების პროცედურაა ძალიან მარტივია. ფორმალური ცერემონიის გარეშე, ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს განაცხადის წარდგენიდან 24 საათზე ნაკლებ დროში. ქორწინების რეგისტრაციის პროცედურა უფასოა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. საქართველოში ქორწინებისთვის მხოლოდ ორი მოწმეა საჭირო.
ქორწინების რეგისტრაცია ხდება როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე ქორწინების სასახლეებში. ასევე შესაძლებელია ქორწინების ცერემონიის მოწყობა. ქორწინების რეგისტრაციის განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე. უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ პასპორტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
ყველა ახალი ამბავი
0