მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი: უკრაინის დარტყმები ენერგოობიექტებზე ჩვენს სამხედრო ძალაზე გავლენას ვერ მოახდენს

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთი კიევს მაღალტექნოლოგიურ დრონებით ამარაგებს, რომლებიც რიგითი მოქალაქეების მოსაკლავად გამოიყენება.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
საერთაშორისო ონლაინ ტელეკონფერენციის „კიევის რეჟიმის დანაშაულები: ტერორი ხერსონის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ დროს მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყოველდღიურად და განზრახ აყენებენ დარტყმებს“ რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა „კარგად იცის, რომ ასეთი დარტყმები გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე“.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თავდასხმების ნამდვილი მიზანია - გახადონ აუტანელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობები, რაც პირდაპირ არღვევს ჟენევის კონვენციებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 3 ივლისს, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ დარტყმას აყენებს მტერი რუსეთის ინფრასტრუქტურას, მით უფრო ფართო უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების ზონა.
როდიონ მიროშნიკმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი სულ უფრო ზრდის კიევის მომარაგებას მაღალტექნოლოგიური დრონებით, რომლებითაც კიევის რეჟიმი რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს და „სულ უფრო ფართო მასშტაბით“ იყენებს.
კერძოდ, ელჩმა აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქში, რომელიც არის ნაყოფიერი რეგიონი ცხელი ზაფხულით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით უკიდებენ ცეცხლს სასოფლო-სამეურნეო ნათესებსა და სტეპების ბალახებს.
„უკრაინული დრონები თუ არტილერია ცეცხლგამჩენ საბრძოლო მასალას ისვრიან, ზაფხულის ცხელ პერიოდს ირჩევენ იმისათვის რომ ხანძარმა ასობით ჰექტარი ნარგავები მოიცვას, განადგურდეს მოსავალი, მინდვრებში მომუშავე ტექნიკა და გავრცელდეს მინდვრების მიმდებარე სახლებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მიროშნიკმა.
მან ამას უწოდა „რაიონის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ბანდიტური მეთოდი, რომელიც რეგიონში სურსათის მარაგს ანადგურებს და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.
ყველა ახალი ამბავი
0