https://sputnik-georgia.com/20260710/sizulvilis-ena-normas-ar-aris-mmartvel-partiasi-strasburgis-sasamartlos-verdiqst-iwoneben-299570230.html
სიძულვილის ენა ნორმა არ არის: მმართველ პარტიაში სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს იწონებენ
სიძულვილის ენა ნორმა არ არის: მმართველ პარტიაში სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს იწონებენ
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სიძულვილის ენისგან მოქალაქეების დაცვის მაღალ ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს. 10.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-10T16:43+0400
2026-07-10T16:43+0400
2026-07-10T16:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_0:189:2965:1857_1920x0_80_0_0_600ad0e40fc989eb52f261ce06b26c8a.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა არ შეიძლება შენიღბული იყოს გამოხატვის თავისუფლებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ.7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიელი ბლოგერის, მიტია კუნსტელის საქმეზე დაადგინა, რომ ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და ცილისწამების მრავალწლიანი კამპანიის გამო თავისუფლების აღკვეთის დაკისრება არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს.სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვას ამ შემთხვევაში მიენიჭა პრიორიტეტი განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებასთან შედარებით. ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ ეფექტური ზომები ხანგრძლივი ინტერნეტ-ბულინგისა და ცილისწამების წინააღმდეგ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.მისი აზრით, შეუწყნარებლობის გამოვლინებები და სიტყვიერი თავდასხმები ხშირად წარმოდგენილია, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელება.„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.სტრასბურგის სასამართლოს ეთანხმება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილიც. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სიძულვილის ენისგან მოქალაქეების დაცვის მაღალ ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს.„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი ჩამოაყალიბა. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.შსს-ს ცნობით, 1-ელი ივნისიდან დღემდე სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 150 საქმე წარედგინა. კიდევ 170 საქმეზე გამოძიება გრძელდება.აქედან შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_118:0:2847:2047_1920x0_80_0_0_d4b8358a53aaef19e17cc32699356309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ქართული ოცნება
სიძულვილის ენა ნორმა არ არის: მმართველ პარტიაში სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს იწონებენ
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სიძულვილის ენისგან მოქალაქეების დაცვის მაღალ ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა არ შეიძლება შენიღბული იყოს გამოხატვის თავისუფლებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიელი ბლოგერის, მიტია კუნსტელის საქმეზე დაადგინა, რომ ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და ცილისწამების მრავალწლიანი კამპანიის გამო თავისუფლების აღკვეთის დაკისრება არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს.
სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვას ამ შემთხვევაში მიენიჭა პრიორიტეტი განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებასთან შედარებით. ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ ეფექტური ზომები ხანგრძლივი ინტერნეტ-ბულინგისა და ცილისწამების წინააღმდეგ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი აზრით, შეუწყნარებლობის გამოვლინებები და სიტყვიერი თავდასხმები ხშირად წარმოდგენილია, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელება.
„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
სტრასბურგის სასამართლოს ეთანხმება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილიც. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სიძულვილის ენისგან მოქალაქეების დაცვის მაღალ ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს.
„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი ჩამოაყალიბა. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.
შსს-ს ცნობით, 1-ელი ივნისიდან დღემდე სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 150 საქმე წარედგინა. კიდევ 170 საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აქედან შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.