https://sputnik-georgia.com/20260710/prokuratura-elisasvilma-sasamartlos-kancelariis-mina-caamsxvria-da-xanzris-gacena-scada-299572066.html
პროკურატურა: ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის მინა ჩაამსხვრია და ხანძრის გაჩენა სცადა
პროკურატურა: ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის მინა ჩაამსხვრია და ხანძრის გაჩენა სცადა
Sputnik საქართველო
ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება. 10.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-10T18:29+0400
2026-07-10T18:29+0400
2026-07-10T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების მტკიცებით, 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. "შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ცნობით, აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ელისაშვილი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. ელისაშვილი კი ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. "ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება - აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე პროკურატურამ ბრალდება 2026 წლის მარტში წარუდგინა.უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს. თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ ელისაშვილი კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. აღნიშნული ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. ელისაშვილს აღნიშნულ საქმეზე ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
პროკურატურა: ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის მინა ჩაამსხვრია და ხანძრის გაჩენა სცადა
ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
"შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ელისაშვილი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა და დაუწყო ცემა.
დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. ელისაშვილი კი ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას.
"ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება - აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე პროკურატურამ ბრალდება 2026 წლის მარტში წარუდგინა.
უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს.
თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ ელისაშვილი კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. აღნიშნული ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ელისაშვილს აღნიშნულ საქმეზე ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.