უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს

ოქრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად 600 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 132 ათასი ლარი შეადგინა.
სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0