ჯარიმები ხმაურისთვის - რამდენი გამოძახება დაფიქსირდა ექვს თვეში

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი კორპუსის მშენებლობა თბილისში
ახალი კორპუსის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ითანამშრომლონ ხმაურის შემთხვევაში
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, 2026 წლის პირველ ნახევარში აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით შემოსულ 2164 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ითანამშრომლონ მუნიციპალურ ინსპექციასთან მეზობლებისგან, მშენებლობაზე ან რესტორნებში ხმაურის შემთხვევაში.
აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22. მუნიციპალური ინსპექციის შესაბამისი ჯგუფი მოვა ადგილზე და მოქალაქის ბინიდან სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით გაიზომება ხმაურის დონე. თუ დეციბალები დასაშვებ ნორმაზე მეტი იქნება, მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
კანონის თანახმად, ბინაში ან საცხოვრებელ სახლში ხმაურის დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბალს დილის 8:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე, ხოლო ღამის 23:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე - 30 დეციბელს. ბარებსა და რესტორნებში დღის ნებისმიერ დროს დასაშვები ხმაურის დონე 50 დეციბალამდეა, ხოლო სასტუმროებში დღისით 40 დეციბალია, ღამით კი 35 დეციბალი.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1.500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5.000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10.000 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0