ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის ბრალდებით გასული წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ "ძლიერი საქართველო – ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სხდომას ესწრებოდა თავად ალეკო ელისაშვილიც, თუმცა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ცნობით, 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
პოლიტიკოსს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. პროკურატურამ 30 ნოემბერს ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 30 მარტს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა ბრალდება.
ყველა ახალი ამბავი
0