2026 წელს საქართველო სურსათის ფასების ზრდით ლიდერობს – ვიდეო

გამოწერა
2026 წელს საქართველო იმ ქვეყნებს შორის იქნება, სადაც სურსათის ფასების ზრდა ყველაზე მაღალი იქნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ქვეყანაში სასურსათო ინფლაცია 8,2%-ს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 160 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზე გავა. გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობას ფასების შემცირების იმედი აქვს. თუმცა, გამართლდება კი ეს მოლოდინები?
ბოლო თვეებში საქართველოში ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ნაკლებ ინტენსიურად, ვიდრე ზამთარში. ყველაზე მეტად გაძვირდა საკვები პროდუქტები და
უალკოჰოლო სასმელები. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-იან დონემდე შენელდება.
ყველა ახალი ამბავი
0