მოსაზრება: ირანმა გაიმარჯვა, აშშ რევანშისკენ მიისწრაფვის

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიГраффити перед бывшим посольством США в Тегеране
Граффити перед бывшим посольством США в Тегеране - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2026
გამოწერა
სპარსეთის ყურის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ახალი ესკალაცია მოწმობს აშშ-ს ქრონიკულ უუნარობას, მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე ვაშინგტონსა და თეირანს შორის გადაუჭრელ წინააღმდეგობებს სამართლიანი მსოფლიო წესრიგის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეკონომიკის საკითხებში.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა „ირანზე მძლავრი დარტყმების“ განახლება, რაც, მათი მტკიცებით, ორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მოქმედებებს მოჰყვა. ირანმა საპასუხოდ, სარაკეტო დარტყმების სერია განახორციელა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარში და იორდანიაში.
თეირანმა ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს ანკარაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შემდგომ მოლაპარაკებების აზრს ვეღარ ხედავს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა გენერალური ლიცენზია, რომელიც ირანული ნავთობის გაყიდვას იძლეოდა. ამით გაუქმდა ურთიერთგაგების მემორანდუმის საკვანძო პუნქტი, რომელსაც ვაშინგტონმა და თეირანმა 18 ივნისს მოაწერეს ხელი.
ამერიკელები თავდაჯერებულად აცხადებდნენ ჩრდილოეთ ფარვატერზე — ომანის სანაპიროსთან — „ნაოსნობის თავისუფლების“ უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა, რეალურად ირანი ორმუზის სრუტეს და მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედს კვლავინდებურად აკონტროლებს. ტრამპის უარყოფის მიუხედავად. როდესაც უცხოური ტანკერები ცდილობენ, თეირანის მიერ დადგენილი, სრუტეში გავლის წესები უგულებელყონ, მათზე დარტყმები ხორციელდება.
7 ივლისიდან ამერიკული ჯარები ცდილობენ, შეცვალონ სტატუს-კვო, ანუ გაანადგურონ ირანის კონტროლის საშუალებები — სანაპირო რადიოლოკაციური სადგურები, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მართვის ცენტრები. რეგიონში მუდმივად იმყოფება აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების 20-ზე მეტი ხომალდი და დაახლოებით, 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც, ფაქტობრივად, უსარგებლონი არიან.
არსებულ რეალობაში, ამერიკელებმა 2026 წლის სპარსეთის ყურის ომის „პირველი რაუნდი“ წააგეს. „ტომაჰავკების“ სიმძლავრემ და ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მხარდაჭერამაც კი ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ მიზნებთან მიახლოება ვერ უზრუნველყო. ირანმა ამერიკელ აგრესორებსა და მათ რეგიონულ მოკავშირეებს გადამწყვეტი პასუხი გასცა „ცეცხლითა და მახვილით“. 28 მარტს, სარაკეტო დარტყმების დაწყების შემდეგ, პენტაგონმა 40 დღეზე ნაკლებხანს გაძლო, შემდეგ კი ვაშინგტონმა თავად წამოაყენა ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 მაისს კონგრესს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ აცნობა. ასეთი მშვიდობის სიმტკიცის ცოტას თუ სჯეროდა.
ვაშინგტონს არ შეუძლია, დაუყოვნებლივ შეეგუოს ირანის გეოპოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამერიკელები, ტრადიციულად, იყენებენ მოლაპარაკებებს მოწინააღმდეგესთან, იმისათვის, რომ გადაიარაღდნენ და ესკალაცია მოახდინონ. დარტყმების ახალი გაცვლა სრულიად პროგნოზირებადია. ვიდრე ირანსა და აშშ-ს შორის ძირეული ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობები არ გადაიჭრება, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი სხვადასხვა ინტენსივობის მუდმივი საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება განწირული.
ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ამერიკული დარტყმების შესახებ, რომლებიც, ძირითადად, ირანის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ — ორმუზის სრუტიდან ომანის ყურემდე — განხორციელდა. CENTCOM-ის ინფორმაციით, განადგურებულია 80 სამიზნე, მათ შორის 60 მცირე კატარღა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონში აშშ-ს 85 სამხედრო ობიექტს შეუტია. გაგრძელება იქნება. თუმცა, ისტორიას უკან ვეღარ დააბრუნებ.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპი ირანზეა კონცენტრირებული. უკრაინის ხარჯზე. აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფების გაძლიერებას განაგრძობს. სარაკეტო დარტყმების გაცვლა შესაძლებელია, ორმუზის სრუტეში 2025 წლის ნიმუშის თავისუფალი ნაოსნობის აღდგენა კი უკვე - აღარ. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად-ბაგერ ღალიბაფმა, განაცხადა: „აშშ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ დაშინება და საკუთარი ვალდებულებების დარღვევა აღარ რჩება დაუსჯელი... ორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნება მხოლოდ ირანთან შეთანხმების საფუძველზე და არა აშშ-ს მუქარის ქვეშ.“
ობიექტურად, თეირანის პოზიციები რეგიონში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ამაში რუსეთის გარკვეული წვლილიც არის. ივლისის დასაწყისში ამერიკულმა სპეციალიზებულმა ჟურნალმა Military Watch-მა შეშფოთებით გაავრცელა ინფორმაცია: „კომსომოლსკ-ნა-ამურის საავიაციო ქარხანამ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 20 ერთეული Су-35 ტიპის გამანადგურებლის წარმოება დაასრულა“, ხოლო 2026 წლის ბოლომდე თეირანი კიდევ ათ თვითმფრინავს მიიღებს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა 48 ერთეული Су-35 და 12 ერთეული Су-30СМ2 ტიპის გამანადგურებელი. ასევე მაღალია მეხუთე თაობის Су-57 ტიპის გამანადგურებლების შეკვეთის ალბათობა. პენტაგონის სპეციალისტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ირანელმა მფრინავებმა ახლახან ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა მოძველებული F-4 და F-5 ტიპის თვითმფრინავებითაც კი გაარღვიეს.
თანამედროვე რუსული წარმოების გამანადგურებლები ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. დღეს Military Watch-მა ტრამპი და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები კიდევ უფრო დაამწუხრა: „რუსეთი საკუთარი საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის Су-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას შეანელებს, რადგან მრეწველობა ირანის შეიარაღებაზეა კონცენტრირებული.“ ეს მნიშვნელოვანი, „დამაფიქრებელი ინფორმაციაა“. თუმცა კომსომოლსკ-ნა-ამურის საავიაციო ქარხნისთვის, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეკვეთები ყოველთვის პრიორიტეტულია.
ირანის ომი არ დასრულებულა. ამერიკული ჯარები ისრაელში, სულ მცირე, 2027 წლამდე დარჩებიან. ისრაელი საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა, არსებობს გარკვეული ნიუანსები. მანამდე, აშშ დათანხმდა „ჰეზბოლას“ ლიბანში ყოფნას. ღაზას ომმა საუდის არაბეთი აიძულა, შეეცვალა ინდოეთ–ახლო აღმოსავლეთ–ევროპის ეკონომიკური დერეფნის (IMEC) პროექტი — ისრაელის გამორიცხვით და დერეფნის სირიის გავლით გადამისამართებით. ეს რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირის მიმართ საკმაოდ სერიოზული დარტყმებია. სწორედ ეს არ სურდა „მბრდღვინავ ლომს“. მხოლოდ 1 ივლისს, ირანის მიერ ხაიფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა ერთმა დარტყმამ, ისრაელის ბენზინის საწარმოო სიმძლავრის 60 პროცენტი დააზიანა. გამოდის, რომ ომს მხოლოდ ზარალი მოაქვს.
ირანის ხელმძღვანელობა ურყევია და ორმუზის სრუტეს „ძალის მთავარ ინსტრუმენტად“ და „ღვთიურ კურთხევად“ მიიჩნევს. ირანი სრუტეზე თავის უფლებებზე „არავითარ შემთხვევაში უარს არ იტყვის “. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, ადრე აღნიშნა, რომ თეირანის განკარგულებაში კიდევ არის „თერმობირთვული იარაღი“ — ბაბ-ელ-მანდების სრუტე, სადაც ნავთობის გადაზიდვის სრულად შეჩერებაა შესაძლებელი.
მართლაც, სრუტეები მძლავრი იარაღია. თუმცა, ეს ისტორიის დასასრული არაა. პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების მონაწილეობით, სპარსეთის წმინდა მიწაზე ჩატარებული მრავალი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ირანის ხელმძღვანელობა ადრე თუ გვიან მივა ბირთვული ფარის შექმნის აუცილებლობამდე. სანდო მოკავშირეები, უდავოდ, დაეხმარებიან ამ პროცესის ტექნოლოგიურად დაჩქარებასა და მიღწეული შედეგის განმტკიცებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0