https://sputnik-georgia.com/20260709/tamar-bagrationi-jenevasi-kulturul-ronisziebaze-sityvit-gamovida-299553790.html
თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
Sputnik საქართველო
WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T15:32+0400
2026-07-09T15:32+0400
2026-07-09T15:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საქართველოს პრეზიდენტი
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/19/297786998_4:0:690:386_1920x0_80_0_0_b41a3689ea5b53f1752ada19006219d2.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა (საქპატენტი) მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა. უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. "პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში. თამარ ბაგრატიონმა მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის. ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წარდგენას, მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის ასეულობით დელეგატი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, საქართველოს ქრისტიანობის 1700-წლოვანი უწყვეტი ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურისა და 8000-წლოვანი ღვინის კულტურის შესახებ, ასევე კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, სადაც ანსამბლმა "ბასიანმა" სტუმრებს შესთავაზა ქართული ფოლკლორის შედევრები – "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "ხასანბეგურა" და "ოდოია". საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" კი მაყურებლის წინაშე წარდგა ქორეოგრაფიული დადგმებით – "ცდო", "ილოური", "ხევსურული" და "ჯუთა". საღამოს დასკვნით ნაწილში ოფიციალურ მიღებაზე ქართული მხარე სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა. WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/19/297786998_89:0:604:386_1920x0_80_0_0_8287774834f31ca0619c3b8c27fc61cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საქართველოს პრეზიდენტი, შვეიცარია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საქართველოს პრეზიდენტი, შვეიცარია
თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა (საქპატენტი) მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.
უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
"პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
თამარ ბაგრატიონმა მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წარდგენას, მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის ასეულობით დელეგატი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, საქართველოს ქრისტიანობის 1700-წლოვანი უწყვეტი ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურისა და 8000-წლოვანი ღვინის კულტურის შესახებ, ასევე კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, სადაც ანსამბლმა "ბასიანმა" სტუმრებს შესთავაზა ქართული ფოლკლორის შედევრები – "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "ხასანბეგურა" და "ოდოია". საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" კი მაყურებლის წინაშე წარდგა ქორეოგრაფიული დადგმებით – "ცდო", "ილოური", "ხევსურული" და "ჯუთა". საღამოს დასკვნით ნაწილში ოფიციალურ მიღებაზე ქართული მხარე სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.