https://sputnik-georgia.com/20260709/saqartvelosi-eqvs-tvesi-garemos-dabinzureba-299552654.html
გარემოს დაბინძურება საქართველოში: დარღვევების სტატისტიკა 2026 წელს
გარემოს დაბინძურება საქართველოში: დარღვევების სტატისტიკა 2026 წელს
Sputnik საქართველო
ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T13:26+0400
2026-07-09T13:26+0400
2026-07-09T13:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/21/246642174_0:44:1113:670_1920x0_80_0_0_fe9aaf705a3ba424f0cb09c8bd9e9310.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე წლის ექვს თვეში გამოვლენილი გარემოს დაბინძურების ფაქტების სტატისტიკა ასეთია: 713 - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; 267 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა; 250 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება; 240 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა; 85 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება; 46 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება; 5 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი - სხვა დარღვევა. ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 - მცხეთა-მთიანეთში, 200 - აჭარაში, 184 - იმერეთში, 176 - შიდა ქართლში, 146 - სამცხე-ჯავახეთში, 130 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 - გურიაში, 2 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/21/246642174_81:0:1032:713_1920x0_80_0_0_03ff99d0fd05e8dd7f3ad2e141ed0a13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაბინძურება საქართველოში: დარღვევების სტატისტიკა 2026 წელს
ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის ექვს თვეში გამოვლენილი გარემოს დაბინძურების ფაქტების სტატისტიკა ასეთია:
713 - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
267 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა;
250 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება;
240 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა;
85 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება;
46 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება;
5 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი - სხვა დარღვევა.
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 - მცხეთა-მთიანეთში, 200 - აჭარაში, 184 - იმერეთში, 176 - შიდა ქართლში, 146 - სამცხე-ჯავახეთში, 130 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 - გურიაში, 2 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.