https://sputnik-georgia.com/20260709/rusetma-dizelis-sawvavis-eqsporti-akrzala-299586316.html
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა
Sputnik საქართველო
აღნიშნული ღონისძიება საწვავთან დაკავშირებული სიტუაციის დასტაბილურობას ისახავს მიზნად 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T17:08+0400
2026-07-09T17:08+0400
2026-07-11T10:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
საწვავის ფასები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/14/232881420_0:176:3017:1873_1920x0_80_0_0_50fb0ff078810e02fa57a0c4c700ef60.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. რუსეთის ხელისუფლებამ დიზელის, ბენზინის და საავიაციო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მთავრობის წევრებს შორის ტრანსპორტისა და საწვავის სექტორების ფუნქციონირებისადმი მიძღვნილ თათბირზე განაცხადა.ნოვაკმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მთავრობამ რუსეთში საწვავის მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მიიღო.ნოვაკმა აღნიშნა, რომ რუსეთში საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა სტაბილურდება. მისი თქმით, საწვავზე მოთხოვნა მესამედით გაიზარდა, რამაც ბენზინგასამართ სადგურებზე დამატებითი დატვირთვა გამოიწვია. დისბალანსის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ არაერთი ღონისძიება მიიღო: კერძოდ, მან გადადო რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეკეთება და დამატებითი სიმძლავრეები აამოქმედა.„ასევე, მაქსიმალურად გაიზარდა მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა, ბაზარზე გადამისამართდა ადრე დაგროვილი მოცულობები, შემცირდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმდინარე რემონტების ვადები, გადაიდო გეგმიური სარემონტო სამუშაოები და გამოყენებული იქნა საშუალო და მცირე ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პოტენციალი“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.გარდა ამისა, რუსეთი ივლისში დაიწყებს ნავთობპროდუქტების იმპორტს. მსხვილი ნავთობკომპანიები პრიორიტეტს ანიჭებენ საწვავის მიწოდებას იმ რეგიონებში, სადაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დამოუკიდებელ ავტოგასამართ სადგურებს უჭირავთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/14/232881420_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_1a876ac674968d3ee392e37dd3d0bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საწვავის ფასები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, საწვავის ფასები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა
17:08 09.07.2026 (განახლებულია: 10:48 11.07.2026) აღნიშნული ღონისძიება საწვავთან დაკავშირებული სიტუაციის დასტაბილურობას ისახავს მიზნად
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. რუსეთის ხელისუფლებამ დიზელის, ბენზინის და საავიაციო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მთავრობის წევრებს შორის ტრანსპორტისა და საწვავის სექტორების ფუნქციონირებისადმი მიძღვნილ თათბირზე განაცხადა.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მთავრობამ რუსეთში საწვავის მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მიიღო.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ რუსეთში საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა სტაბილურდება. მისი თქმით, საწვავზე მოთხოვნა მესამედით გაიზარდა, რამაც ბენზინგასამართ სადგურებზე დამატებითი დატვირთვა გამოიწვია. დისბალანსის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ არაერთი ღონისძიება მიიღო: კერძოდ, მან გადადო რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეკეთება და დამატებითი სიმძლავრეები აამოქმედა.
„ასევე, მაქსიმალურად გაიზარდა მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა, ბაზარზე გადამისამართდა ადრე დაგროვილი მოცულობები, შემცირდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმდინარე რემონტების ვადები, გადაიდო გეგმიური სარემონტო სამუშაოები და გამოყენებული იქნა საშუალო და მცირე ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პოტენციალი“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
გარდა ამისა, რუსეთი ივლისში დაიწყებს ნავთობპროდუქტების იმპორტს. მსხვილი ნავთობკომპანიები პრიორიტეტს ანიჭებენ საწვავის მიწოდებას იმ რეგიონებში, სადაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დამოუკიდებელ ავტოგასამართ სადგურებს უჭირავთ.