https://sputnik-georgia.com/20260709/ramdenma-adamianma-saqartvelosi-ar-icis-wera-kitxva-arweris-sedegebi-299550537.html
რამდენმა ადამიანმა საქართველოში არ იცის წერა-კითხვა: მოსახლეობის აღწერის შედეგები
რამდენმა ადამიანმა საქართველოში არ იცის წერა-კითხვა: მოსახლეობის აღწერის შედეგები
Sputnik საქართველო
დასაქმების მხრივ ყველაზე ნაკლებად მოწყვლადია უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კატეგორია 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T10:55+0400
2026-07-09T10:55+0400
2026-07-09T10:55+0400
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473039_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ca52bd072d6dad8057fea620e0a8fc5a.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 18.200 მოქალაქეს არ გააჩნია დაწყებითი სასკოლო განათლება, აქედან 3.500-მა წერა-კითხვა არ იცის, ასეთია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის 3,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მილიონს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და 1,2 მილიონს - საშუალო განათლება.4.800 ადამიანს აქვს პროფესიული განათლება, 201.100-ს - არასრული საშუალო განათლება, ხოლო 38.800-ს მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული.უმაღლესი განათლების მქონეთა 68.79% ცხოვრობს და მუშაობს ქალაქად, ხოლო დანარჩენი - სოფლად.ქვეყნის 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 55,6% არის დასაქმებული და იღებს შემოსავალს. დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ უმაღლესი განათლების მქონე პირებს (91,4%) და პროფესიული განათლების მქონე პირებს (91,9%). საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა უმრავლესობა დაქირავებით დასაქმებულია.15 წელზე უფროსი ასაკის 3,2 მილიონი ადამიანიდან თვითდასაქმებულია მხოლოდ 329,4 ათასი ადამიანი. თვითდასაქმებულთა უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონე პირია, ასევე სხვადასხვა დონის სასკოლო განათლების მქონე პირები.საქართველოში მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473039_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_8196878fbd5cc4c64c5bc397584adcfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
რამდენმა ადამიანმა საქართველოში არ იცის წერა-კითხვა: მოსახლეობის აღწერის შედეგები
დასაქმების მხრივ ყველაზე ნაკლებად მოწყვლადია უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კატეგორია
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 18.200 მოქალაქეს არ გააჩნია დაწყებითი სასკოლო განათლება, აქედან 3.500-მა წერა-კითხვა არ იცის, ასეთია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის 3,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მილიონს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და 1,2 მილიონს - საშუალო განათლება.
4.800 ადამიანს აქვს პროფესიული განათლება, 201.100-ს - არასრული საშუალო განათლება, ხოლო 38.800-ს მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული.
უმაღლესი განათლების მქონეთა 68.79% ცხოვრობს და მუშაობს ქალაქად, ხოლო დანარჩენი - სოფლად.
ქვეყნის 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 55,6% არის დასაქმებული და იღებს შემოსავალს. დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ უმაღლესი განათლების მქონე პირებს (91,4%) და პროფესიული განათლების მქონე პირებს (91,9%). საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა უმრავლესობა დაქირავებით დასაქმებულია.
15 წელზე უფროსი ასაკის 3,2 მილიონი ადამიანიდან თვითდასაქმებულია მხოლოდ 329,4 ათასი ადამიანი. თვითდასაქმებულთა უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონე პირია, ასევე სხვადასხვა დონის სასკოლო განათლების მქონე პირები.
საქართველოში მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.