https://sputnik-georgia.com/20260709/mestiasi-unikaluri-arqiteqturis-qorwinebis-saxli-asendeba-299558310.html
მესტიაში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება
მესტიაში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება
Sputnik საქართველო
ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T18:32+0400
2026-07-09T18:32+0400
2026-07-09T18:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060116_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_a661bbd110ddd546ac9688c9f0747925.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ Japan International Design Award-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ Rome Design Award-ზე – ნომინაციაში "კონცეპტუალური დიზაინი". იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060116_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6fd456953896827b03947f2c1f2e2f72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მესტიაში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება
ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.
პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ Japan International Design Award-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ Rome Design Award-ზე – ნომინაციაში "კონცეპტუალური დიზაინი".
"ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს", - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.