https://sputnik-georgia.com/20260709/fexburti-saqartvelos-iberiam-estonetis-flora-daamarcxa-299560136.html
ფეხბურთი: საქართველოს „იბერიამ“ ესტონეთის „ფლორა“ დაამარცხა
ფეხბურთი: საქართველოს „იბერიამ“ ესტონეთის „ფლორა“ დაამარცხა
Sputnik საქართველო
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T19:09+0400
2026-07-09T19:09+0400
2026-07-09T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_0:152:3000:1840_1920x0_80_0_0_e28d11d77d0dfdbde144656df7dc8f3a.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში, თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორა“ 3:2 დაამარცხა.ბოლო ათი წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჩემპიონებს რეალური შანსი გაუჩნდათ, გადალახონ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი და გავიდნენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე ეტაპზე.თბილისელებმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნეს. „იბერია“ ზვიად ნაჭყებიამ დააწინაურა. მე-20 წუთზე კი ბართიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა და გუნდი უპირატესობა გააორმაგა.28-ე წუთზე „ფლორას“ მცველმა ჩამორჩენა შორეული დარტყმით შეამცირა.მე-60 წუთზე ესტონელების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან არბიტრმა მათი ნახევარმცველი აირონ კოლო მოედნიდან გააძევა. კაცნაკლულმა ესტონელებმა იბრძოლეს და სანდერ ალამას გოლით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა ორ წუთში „იბერია“ ბაქარ ქარდავას გოლით ისევ დაწინაურდა და საბოლოო ანგარიში გახდა 3:2.საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_345:0:3000:1991_1920x0_80_0_0_dd26dfdb3da5688f98698ae76100254b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოს „იბერიამ“ ესტონეთის „ფლორა“ დაამარცხა
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში, თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორა“ 3:2 დაამარცხა.
ბოლო ათი წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჩემპიონებს რეალური შანსი გაუჩნდათ, გადალახონ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი და გავიდნენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე ეტაპზე.
თბილისელებმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნეს. „იბერია“ ზვიად ნაჭყებიამ დააწინაურა. მე-20 წუთზე კი ბართიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა და გუნდი უპირატესობა გააორმაგა.
28-ე წუთზე „ფლორას“ მცველმა ჩამორჩენა შორეული დარტყმით შეამცირა.
მე-60 წუთზე ესტონელების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან არბიტრმა მათი ნახევარმცველი აირონ კოლო მოედნიდან გააძევა. კაცნაკლულმა ესტონელებმა იბრძოლეს და სანდერ ალამას გოლით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა ორ წუთში „იბერია“ ბაქარ ქარდავას გოლით ისევ დაწინაურდა და საბოლოო ანგარიში გახდა 3:2.
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.