https://sputnik-georgia.com/20260709/ekoservis-jgufs-axali-teqnika-seemata-299553661.html
"ეკოსერვის ჯგუფს" ახალი ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები დაემატა
"ეკოსერვის ჯგუფს" ახალი ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები დაემატა
Sputnik საქართველო
ავტოპარკის განახლების მიზანი თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T14:52+0400
2026-07-09T14:52+0400
2026-07-09T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698471_0:189:3079:1920_1920x0_80_0_0_640385c2d9b28f60a8ce3628d5019662.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის "ეკოსერვის ჯგუფის" სპეციალიზებული ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტოპარკის განახლების მიზანი თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და სამუშაოების ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და მასშტაბების გაზრდაა. ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. გარდა ამისა, შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი. მერიის განცხადებით, განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა "ეკოსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698471_8:0:2739:2048_1920x0_80_0_0_39c379b733d7492c88b1cf7d08d02049.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
"ეკოსერვის ჯგუფს" ახალი ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები დაემატა
ავტოპარკის განახლების მიზანი თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის "ეკოსერვის ჯგუფის" სპეციალიზებული ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ავტოპარკის განახლების მიზანი თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და სამუშაოების ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და მასშტაბების გაზრდაა.
ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები.
გარდა ამისა, შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი.
მერიის განცხადებით, განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა "ეკოსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.