https://sputnik-georgia.com/20260709/efeqturi-martva-ministris-moadgile-tvirtebis-gadazidvebis-zrdaze-299557421.html
ეფექტური მართვა - მინისტრის მოადგილე ტვირთების გადაზიდვების ზრდაზე
ეფექტური მართვა - მინისტრის მოადგილე ტვირთების გადაზიდვების ზრდაზე
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T16:58+0400
2026-07-09T16:58+0400
2026-07-09T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:6:2049:1158_1920x0_80_0_0_22e5452daee9ff9bbe43ae4a80a49454.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოს რკინიგზამ 1.361.484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო 10 წელიწადში რეკორდული მაჩვენებელია.მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია“, - აღნიშნა იოსელიანმა.იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის შენარჩუნებასა და მთავარი პარტნიორის მონაწილეობის გარეშე მისი აშენების შესახებ.„ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:0:1747:1310_1920x0_80_0_0_619c6f795bd00bbf31ed271e60768f2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა
ეფექტური მართვა - მინისტრის მოადგილე ტვირთების გადაზიდვების ზრდაზე
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოს რკინიგზამ 1.361.484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო 10 წელიწადში რეკორდული მაჩვენებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში“, - განაცხადა იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.
„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია“, - აღნიშნა იოსელიანმა.
იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის შენარჩუნებასა და მთავარი პარტნიორის მონაწილეობის გარეშე მისი აშენების შესახებ.
„ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.