https://sputnik-georgia.com/20260709/11-wlis-win-momxdari-giorgi--kvaracxelias-mkvleloba-gaxsnilia-299552825.html
11 წლის მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
11 წლის მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
Sputnik საქართველო
შსს-ში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირების დადგენის მიზნით. 09.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-09T14:06+0400
2026-07-09T14:06+0400
2026-07-09T14:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, განაცხადა თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ორ პირს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას წარუდგენს.გამოძიების მიხედვით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის დეკემბერში დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი 7,65 და 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ, სადაც გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობდა. "დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ და მასზე ძებნა გამოცხადდება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
11 წლის მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
შსს-ში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირების დადგენის მიზნით.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, განაცხადა თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ორ პირს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას წარუდგენს.
გამოძიების მიხედვით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის დეკემბერში დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი 7,65 და 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ, სადაც გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობდა.
"დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ და მასზე ძებნა გამოცხადდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.