https://sputnik-georgia.com/20260708/yavelashvilma-dadebitad-sheapasa-saqartvelos-delegaciis-saqcieli-299540592.html
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის საქციელი
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის საქციელი
Sputnik საქართველო
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ თუ რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ ასეთ რეზოლუციებს მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T18:52+0400
2026-07-08T18:52+0400
2026-07-08T18:52+0400
საქართველო
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_2b30548ca2191c388a7000361ef69353.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ჰააგის დეკლარაციის“ ფარგლებში ქართული დელეგაციის რეზოლუციის შეფასება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა ღირსეული პასუხია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარა „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. საქართველოს დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ თუ რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ ასეთ რეზოლუციებს მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს.„ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამგვარი პერსონების შეფასებებს. პირიქით, ჩვენ მოტივირებული უნდა ვიყოთ მთავრობის ქმედებებით, ინიციატივებითა და გადაწყვეტილებებით. მოდით, ამაზე ვისაუბროთ.“, - განაცხადა ყაველაშვილმა.რა წერია რეზოლუციაში?რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_66eb5b2dd4d538d32cca845da25f11e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის საქციელი
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ თუ რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ ასეთ რეზოლუციებს მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ჰააგის დეკლარაციის“ ფარგლებში ქართული დელეგაციის რეზოლუციის შეფასება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა ღირსეული პასუხია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარა „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. საქართველოს დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.
„ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორ შენიშვნებსა და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ თუ რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ ასეთ რეზოლუციებს მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს.
„ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამგვარი პერსონების შეფასებებს. პირიქით, ჩვენ მოტივირებული უნდა ვიყოთ მთავრობის ქმედებებით, ინიციატივებითა და გადაწყვეტილებებით. მოდით, ამაზე ვისაუბროთ.“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".
ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.