https://sputnik-georgia.com/20260708/trampi-putini-da-zelenski-sheizleba-male-shexvdnen-ertmanets-299544883.html
ტრამპი: პუტინი და ზელენსკი, შესაძლოა, მალე შეხვდნენ ერთმანეთს
ტრამპი: პუტინი და ზელენსკი, შესაძლოა, მალე შეხვდნენ ერთმანეთს
Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ შეხვედრა შედგება, მისი ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, მოსკოვი არ იქნება. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T20:41+0400
2026-07-08T20:41+0400
2026-07-08T20:41+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b4386cefe1d12842907ce6849c4b4325.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მალე პირადად შეხვდნენ ერთმანეთს.ეს მოსაზრება მან ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას გამოთქვა.„(პუტინი და ზელენსკი) შეხვდებიან ერთმანეთს და რაღაც პოზიტიური მოხდება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება“, — ციტირებს ტრამპის სიტყვებს РИА Новости.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ შეხვედრა შედგება, მისი ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, მოსკოვი არ იქნება. „შესაძლოა, მაგრამ, სავარაუდოდ, არა მოსკოვში“, — განაცხადა ტრამპმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.„თუ ვინმე შეხვედრას გვთავაზობს — სიამოვნებით. ვისაც შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ შევხვდებით“, — განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს 9 მაისს მოსკოვში.როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებების საბოლოოდ გასაფორმებლად.„მთავარია — შეხვედრის მიზნობრიობა. რისთვის უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში. მთავარია, იყოს შეხვედრის მიზეზი“, – განაცხადა პესკოვმა Вести-სთან.პესკოვის თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა: ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა თუ „თუ დალაპარაკება სურს“.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e0aea1103499acbac2328b4f53207fbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ტრამპი: პუტინი და ზელენსკი, შესაძლოა, მალე შეხვდნენ ერთმანეთს
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ შეხვედრა შედგება, მისი ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, მოსკოვი არ იქნება.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მალე პირადად შეხვდნენ ერთმანეთს.
ეს მოსაზრება მან ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას გამოთქვა.
„(პუტინი და ზელენსკი) შეხვდებიან ერთმანეთს და რაღაც პოზიტიური მოხდება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება“, — ციტირებს ტრამპის სიტყვებს РИА Новости.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ შეხვედრა შედგება, მისი ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, მოსკოვი არ იქნება. „შესაძლოა, მაგრამ, სავარაუდოდ, არა მოსკოვში“, — განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.
„თუ ვინმე შეხვედრას გვთავაზობს — სიამოვნებით. ვისაც შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ შევხვდებით“, — განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს 9 მაისს მოსკოვში.
როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებების საბოლოოდ გასაფორმებლად.
„მთავარია — შეხვედრის მიზნობრიობა. რისთვის უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში. მთავარია, იყოს შეხვედრის მიზეზი“, – განაცხადა პესკოვმა Вести-სთან.
პესკოვის თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა: ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა თუ „თუ დალაპარაკება სურს“.