https://sputnik-georgia.com/20260708/tbilisis-eria-wknetis-da-kochris-reabilitacias-gegmavs-299537168.html
თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
Sputnik საქართველო
ორივე პროექტზე ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ხოლო წინადადებების მიღება 13 ივლისს დასრულდება. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T17:00+0400
2026-07-08T17:00+0400
2026-07-08T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია დაბა წყნეთისა და დაბა კოჯრის ცენტრალური ნაწილების მასშტაბურ რეაბილიტაციას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილ მოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები. კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ორივე პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. ორივე პროექტის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წყნეთის პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტენდერი მოიცავს ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც შეეხება კოჯრის პროექტს, მისი სავარაუდო ღირებულება 1,7 მლნ ლარია. ტენდერი ითვალისწინებს მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
ორივე პროექტზე ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ხოლო წინადადებების მიღება 13 ივლისს დასრულდება.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია დაბა წყნეთისა და დაბა კოჯრის ცენტრალური ნაწილების მასშტაბურ რეაბილიტაციას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილ მოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები.
კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ორივე პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.
ორივე პროექტის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წყნეთის პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტენდერი მოიცავს ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
რაც შეეხება კოჯრის პროექტს, მისი სავარაუდო ღირებულება 1,7 მლნ ლარია. ტენდერი ითვალისწინებს მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.