https://sputnik-georgia.com/20260708/tariel-chanturia-gardaicvala-299545694.html
ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T21:48+0400
2026-07-08T21:48+0400
2026-07-08T22:20+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/287000181_0:0:830:466_1920x0_80_0_0_7cc5ebb18f55cd1c7dae6855adc2de4a.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გამოჩენილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის" რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა" და „ნაკადულში", საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.პირველი ლექსი „ნადირობა“ 1951 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ კი 1964 წელს გამოსცა.მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.ტარიელ ჭანტურიას მიღებული აქვს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის პრემია, ლიტერატურული პრემია „საბა“, „საგურამო“. 2022 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/287000181_0:0:820:615_1920x0_80_0_0_1dce425b982a2b3e9f5d90e5bf206999.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
21:48 08.07.2026 (განახლებულია: 22:20 08.07.2026) ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გამოჩენილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.
ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის" რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა" და „ნაკადულში", საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
პირველი ლექსი „ნადირობა“ 1951 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ კი 1964 წელს გამოსცა.
მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
ტარიელ ჭანტურიას მიღებული აქვს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის პრემია, ლიტერატურული პრემია „საბა“, „საგურამო“. 2022 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.