შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2026
გამოწერა
ელექტროიარაღით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქემ სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ, მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 13 კგ-მდე თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0