რატომ იზრდება ალერგიის შემთხვევები საქართველოში – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სეზონური ალერგიის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ალერგიის შემთხვევების მატებაზე სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას: კლიმატური ცვლილებები, ქალაქის გამწვანება და იმუნიტეტის მოწყვლადობის გაზრდა.
თბილი ზამთარი ხელს უწყობს ყვავილობის სეზონის უფრო ადრე დაწყებასა და გახანგრძლივებას. ქალაქის ფარგლებში გარკვეული სახეობის ხეების მასობრივი დარგვა
ჰაერში ყვავილის მტვრის მაღალ კონცენტრაციას იწვევს.
გარდა ამისა, ქალაქის მტვერი და გამონაბოლქვი აირები ყვავილის მტვერს ერწყმის, რაც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. საქართველოს ასევე შეეხო მსოფლიო ტენდენცია, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა უფრო მგრძნობიარე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0