https://sputnik-georgia.com/20260708/kompania-romlis-msheneblobazec-miwa-chamoishala-dajarimda-299536763.html
კალაძე: კომპანია, რომლის მშენებლობაზეც მარიჯანის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაჯარიმდა
კალაძე: კომპანია, რომლის მშენებლობაზეც მარიჯანის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
კალაძის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც მარიჯანის N4-ში ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T16:14+0400
2026-07-08T16:14+0400
2026-07-08T16:14+0400
საქართველო
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კომპანია, რომლის მშენებლობაზეც მარიჯანის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაჯარიმდება 30 ათასი ლარით, შეჩერდება სამშენებლო პროცესი და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. უხვი ნალექის შედეგად 6 ივლისს მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან", მარიჯანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებლობის ტერიტორიის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარეობს. კალაძის ინფორმაციით, მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს. „ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, მერიამ დაზარალებულ ოჯახებს მისცა შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე. რაც შეეხება მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიექტია. მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნებართვის კორექტირება დაევალა. მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: კომპანია, რომლის მშენებლობაზეც მარიჯანის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაჯარიმდა
კალაძის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც მარიჯანის N4-ში ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კომპანია, რომლის მშენებლობაზეც მარიჯანის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაჯარიმდება 30 ათასი ლარით, შეჩერდება სამშენებლო პროცესი და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
უხვი ნალექის შედეგად 6 ივლისს მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან", მარიჯანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებლობის ტერიტორიის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარეობს.
„მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის ინფორმაციით, მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს.
„ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიამ დაზარალებულ ოჯახებს მისცა შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე. რაც შეეხება მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიექტია.
„აღნიშნულ კომპანიას, რომელიც დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში, აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნებართვის კორექტირება დაევალა.
მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.