საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ზრდას განაგრძობს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2026
გამოწერა
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ოქრო რეზერვების მთლიანი მოცულობის 16,1%-ს შეადგენს
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის 30 ივნისის წინასწარი მონაცემებით, 7,1 მლრდ დოლარის შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინა ჯერზე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2026 წლის 31 მაისს მიაღწია - 7,007 მლრდ დოლარი.
ივნისში რეზერვები 115,8 მლნ დოლარით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან - 647 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილების ძირითადი მიზეზი სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვა და ოქროს ფასის ზრდა იყო.
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 5,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,7 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 471,3 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,5 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,14 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 16,1%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითია - 315,6 ათასი დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0