მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან" სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან", მარიჯანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა.
მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მიწის მასა მშენებლობის ტერიტორიის იმ მონაკვეთზე ჩამოიშალა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარეობს.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან და ეცნობიან ვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0