https://sputnik-georgia.com/20260706/ukanono-tkitsargeblobis-statistika-ganaxlda-299490279.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მონაცემები განახლდა
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
2026 წლის 6 თვეში დაილუქა 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 06.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-06T18:32+0400
2026-07-06T18:32+0400
2026-07-06T18:32+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ყველაზე მეტი - 65 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის იმერეთი - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22, გურია - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, კახეთი - 7, შიდა ქართლი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, ქვემო ქართლი - 3.გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.2026 წლის 6 თვეში დაილუქა 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - საანგარიშო პერიოდში თბილისში გამოვლენილია 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მონაცემები განახლდა
2026 წლის 6 თვეში დაილუქა 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ყველაზე მეტი - 65 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის იმერეთი - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22, გურია - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, კახეთი - 7, შიდა ქართლი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, ქვემო ქართლი - 3.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის 6 თვეში დაილუქა 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - საანგარიშო პერიოდში თბილისში გამოვლენილია 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.